”ერთი კვირა იყო კლინიკაში და ვერ უმკურნალეს..” – ნახეთ რატომ გარდაიცვალა ახლახანს 8 წლის გოგონა

0

თბილისში რვა წლის გოგონა გარდაიცვალა, რის გამომწვევ მიზეზსაც ექსპერტიზა ადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. „პრივატ კლინიკის“ ექიმი რეანიმატოლოგი ოლიკო გახელაძე აცხადებს, რომ ბავშვი დღეს, დილას დაიღუპა.
„პაციენტი შემოვიდა ავადობის სამდღიანი ანამნეზით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის უკმარისობა ცხელების ფონზე. დაწყებული მკურნალობის ფონზე, მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებდა. განვითარდა რესპირატორული დისტრესის კლინიკა. პაციენტი გადაყვანილ იქნა ხელოვნურ ვენტილაციაზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა ძალიან გართულდა. გამოიხატა პოლიორგანული უკმარისობა და დღეს დილას დასრულდა ლეტალური გამოსავლით. გაგზავნილია მასალა გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისათვის. „ღორის გრიპი“ არ დასტურდება. მოზარდი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში“, – განცხადა საქართველოს „პირველ არხთან“ საუბრისას ოლიკო გახელაძემ.

Share.