პოეტი ნათელა შაინიძე სოციალურ ჯგუფში, “უსასრულო პოეზია” ჩანახატ აქვეყნებს:
“ოცდაათ დეკემბრამდე ნაძვისხე არ მომირთვია..რადგან წელს მის გამოცვლას ვგეგმავდი, ალბათ ჩემი შვილების ტოლაა და ყავლი გაუვიდა… იმ დღეს ჩემი უმცროსი, პოეტი პოეტიშვილი ბაზარში წავიდა, საყიდელთა სიაში, ნაძვის ხეც ჩავუწერე..
ვუთხარი გამოვცვალოთ მეთქი და ჩემი დეკემბრის პენსიაც მას მივეცი.. რადგან მას სამსახური არა აქვს.. წასვლიდან გავიდა რამდენიმე საათი და მირეკავს, დედა ნაძვს ვერ ვყიდულობ და იცოდე.. ამოვალ და დანარჩენს გეტყვიო.. მეც ვიფიქრე, თუ არ ეწყობა, ისევ ძველს მოვრთავ, რომ დროში მოვიგო, რადგან ოცდათერთმეტში მეტი საქმეამეთქი, თანაც ჩემი მდგომარეობა ხომ გესმით, მალე ვიღლები.. მოვრთე და მოვკაზმე ძველი ნაძვი..მართალი გითხრა, არც ხალისი მაქვს მისი, ახალი წელი ყოველთვის რაღაც ტკივილით მახსენდება…მაგრამ შვილიშვილები რომ მოდიან, იმათ ხომ უნდა გავუხარო გული..ლამაზი გამოვიდა..
საღამოხანს მოვიდა ჩემი შვილი..მოიტანა რაღაც ნაყიდობები.. ნაძვის ხე კი ვერ ვიყიდეო მითხრა..რადგან ის ფული პატარა გოგონას მივეცი, რომელიც მაღაზიიდან არ მიყვებოდა დედას, თოჯინა ამოეჩემებინა და ყიდვას სთხოვდა..დედა ბავშვს ექაჩებოდა, წამოდი,სად მაქვს ახლა მე მაგ თოჯინის ფულიო..გოგონა კი ტიროდა და არ მიყვებოდა..მეც ავიღე და ნაძვისხის ფული ვაჩუქე ბავშვს..რომელმაც ღიმილით ამხედა, გამოიქცა და ჩამეხუტა მადლობის მაგივრად…დედა უარზე იყო..მაგრამ ბავშის გახარებულ თვალებს რომ ხედავდა ვეღარ უარყო საჩუქარი.. დედა იცი ,რა ბედნიერი იყო პატარა? თოჯინას გულში იკრავდა და მის ბავშვურ ღიმილს მაფრქვევდა..იყოს ეს ძველი ნაძვის ხე..ესეც ლამაზია..მომავალში გამოვცვლით, იქნებ მეც მუშაობას დავიწყებ.. ახლა მთავარია, პატარას გული გავუხარე.. დაამთავრა ბიჭმა და შემომხედა.. ჩემს რეაქციას ელოდა..
კარგი გიქნია შვილო.. აბა რა ჯერ ადამიანია და მერე სხვა დანარჩენი..ჩვენი ნაძვი კი კიდევ მრავალ წელს გაძლებს ვუთხარი და ჩემს დღევანდელ ქმნილებას გადავხედე, რომელიც თითქოს ამაყობდა თავისი სიძველით და ფიქრობდა ,,ძველი ხარის, რქაც ხნავსო”
ნათელა შაინიძე.
1.01.2020