სოციალურ ქსელში “ცოდნის კაფეს” დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი წერს.
“გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია მათაც ღირსეულად გავაცილებთ. სანამ წიგნს ხელში ავიღებ, მგონია, ასე მოიქცეოდნენ ჩემს ადგილას სოფი, გიო და დათოც, რომ ოდნავ მონორმალურო ცხოვრებას ცოტახნით დაუბრუნდებოდნენ, მადლობებს უნდა ჩამოვყვე. ჯერ აუცილებელი საჯარო გაბრაზების, მოთხოვნის და მუშაობის რესურსი არა მაქვს.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა ცხედრების სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დღეს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს და ამით მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით მაშველები კიდევ 10-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. მათ შორის არის სოფო ყარალაშვილი, მის ძმაზე გიორგი ყარალაშვილზე დნმ ექსპერტიზას ელოდებიან, მათი მეგობარი დავით ბერიაშვილი კი მშობლიურ წნორში დაკრძალეს.