შოვში მაშველებმა დაკარგული 1 ადამიანი ცოცხალი იპოვეს.
შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ადგილზე 150-მდე მაშველი და პოლიციის თანამშრომელია მობილიზებული. ცოტა ხნის წინ მეწყრის ზონიდან მათ 140 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვისთანაც კავშირი ამ დრომდე არ აღდგენილა.
ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. მათი ცხედრები მაშველებმა უკვე იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, რის გამოც მაქსიმალურად ფრთხილად მუშაობენ.