მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“მშვიდობით მეგობარო!მადლობა რომ ასეთი კარგი ადამიანი იყავი შენი მორიდებული ღიმილი არასდროს არ დამავიწყდება… მშვიდად განისვენე.“
“დობი, ძალიან მიყვარდი სულ ჩემს გულში იქნები. სულ მემახსოვრება შენთან გატარებული დრო. მეამაყება რომ შენი მეგობარი ვიყავი ძალიან მომენატრები.“
ლევან დობორჯგინიძე წლების წინ საზოგადოებამ ფილმიდან „გასეირნება ყარაბაღში“ გაიცნო. მაშინ ლევანი დამწყები კალათბურთელი გახლდათ. ფილმის გადაღებამდე სპორტული ტრავმა მიიღო და სახის მყესი დაუზიანდა. ამის შემდეგ სპორტს დაემშვიდობა.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზებზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.