“დე ხომ გენატრებოდი მოვდივარ, დამხვდი ჩემო სიცოცხლე და ჩამეხუტე..” – ნახეთ გეგუთში დაღუპული ბიჭის დედის სულისშემძვრელი მიმართვა

0

ქუთაისის აეროპორტთან დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა ლაშა წიქორაძეა. მისი ემიგრანტი დედა სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს.
„მოვდივარ ჩემო სიცოცხლე. 6 რიცხვში შენთან ვიქნები… შენთან მოვალ… ხომ გენატრებოდი უშენოდ მინდა ერთი დღე სახლში ყოფნაო. შენ რომ სახლში არ დამხვდები არ მინდაო… მალე უნდა ჩამოგიყვანოვო დე…
მოვდივარ და დამხვდი იცოდე… აეროპორტში გელოდები… 6 თვე ვერ გაძელით უჩემოდ, მოვდივარ დედიკო…

დამხვდი და შენი ხელები შემომხვიე იცოდე დეე… შენი ლამაზი სახე და ღიმილი დამანახე იცოდე…
აბრაამი მომიკვდება თუარა დამთავრდებოდა მე საერთოდ ვერავინ მნახავდა. ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს დეე…მაგრამ აბრაამს რა უყო უჩემოდ ისიც ვერ ძლებს დედი.
ხომ იცი რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდი დე…
მადლობა ყველაფრისთვის დედი, იმ ბედნიერი 20 წლისთვის, რომელიც შენთან ერთად გავატარე. იმედია როდისმე შევხვდებით ერთმანეთს. შენი ანოც ხომ მოკალი დე, ჩემთან იყო დღეს მთელი დღე მოკვდა გოგო რა გვიქენი ეს“,-წერს გარდაცვლილი ბიჭის დედა
წყარო:ambavi.club

Share.