მტირალას პარკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპული 5 მგზავრიდან ხუთივე 17 წლის მოზარდია. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სარფის მკვიდრები, მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ტრაგედიის გამო ბათუმში დღეს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა.