“2 დღე ცოლის გვამი მანქანაში ჰქონდა შენახული,იმ დღეს იმიტომ შეხვდა რომ..” – ნახეთ მოულოდნელი ინფორმაცია

0

თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი თოკით გაგუდა, მოკლული ქალის ცხედარი კი ორი დღის განმავლობაში მანქანის საბარგულში ჰქონდა გადამალული, შემდეგ კვალის გადამალვის მიზნით გვამი გლდანის ხევში გადააგდო
როგორც „პრაიმტაიმს“ მოკლულის ახლობელმა უთხრა, წყვილი 7 წლის წინ დაშორდა, თუმცა, კაცი მუდმივად შერიგებას სთხოვდა.

„დაშორების შემდეგ სულ შერიგებას სთხოვდა. იმ დღეს შეხვდა, რომ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა, შემდეგ შელაპარაკება მოუვიდათ…. მარიამის დედა ემიგრანტია, იტალიაში იმყოფება. გოგო თემქაზე შვილებთან ერთად ცხოვრობდა. საოცარი ხასიათი ჰქონდა, იყო თბილი, კომუნიკაბელური… როგორც ვიცით, იმ საბედისწერო დღეს ყოფილ ქმარს შვილები დედამისთან ჰყოლია წაყვანილი…“, – ამბობს მარიამ მაზიაშვილის ახლობელი.

ცნობისთვის, გუშინ 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ქალი საკუთარ მანქანაში გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი ხევში გადააგდო.

არსებული ინფორმაციით, ქალს ორი შვილი დარჩა.

პოლიციამ კაცი უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს დანაშაული 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო:ambavi.club

Share.