ახლახანს 17 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა – კიდევ ერთი საშნელი შემთხვევა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა

0

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, 1-ლი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

2018 წელს (იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით) 115-ე მუხლით 1663 დანაშაულია რეგისტრირებული, რაც 2017 წელთან შედარებით 150.08 %-ით მეტია. 2017 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 665 დანაშაულია რეგისტრირებული, 2016 წელს 544.

19 დეკემბერს აბაშაში თავი მოიკლა 15 წლის გოგომ.

11 დეკემბერს თბილისში თავი მოიკლა 15 წლის ბიჭმა, რომელიც პოლიციაში დაკითხვისას ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

18 დეკემბერს, ბათუმში თავი მოიკლა 23 წლის ბიჭმა.

30 ნოემბერს დუშეთის რაიონში თავი მოიკლა 18 წლის გოგომ.

8 ნოემბერს ბორჯომში თავი მოიკლა 22 წლის ბიჭმა.

6 ნოემბერს ბათუმში თავი მოიკლა 23 წლის ბიჭმა.

27 ოქტომბერს ზესტაფონში თავი მოკლა 22 წლის ბიჭმა.

25 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტში თავი მოიკლა 29 წლის ბიჭმა.

თვითმკვლელობის თავიდან აცილება შესაძლებელია. ფსიქოლოგების განმარტებით, სუიციდის შემთხვევების უმეტეს ნაწილს წინ გამაფრთხილებელი ნიშნები ახლავს. ფსიქოლოგიურად დამარცხებული ადამიანები ხშირად მკვეთრად იცვლიან ქცევებს (მაგ, იწყებენ ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკების მოხმარებას), კარგავენ ინტერესს თავიანთი საქმის და ზოგადად ცხოვრების მიმართ: უჭირთ კონცენტრირება, მუდმივად დაღლილები და გაღიზიანებულები არიან. ხშირად, ხმამაღლა აცხადებენ კიდეც, რომ „სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიათ“… გარეგნობას, ჰიგიენას და ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არცთუ იშვიათად, სიცოცხლისთვის საშიშ ექსტრემალურ სიტუაციებს ხელოვნურად ქმნიან.

თუ იცნობ ვინმეს, ვინც თვითმკვლელობის რისკის ქვეშაა, მაშინ: შეარჩიე შესაბამისი დრო და წყნარი ადგილი, რათა გაესაუბრო ადამიანს, ვისზეც ღელავ. აგრძნობინე, რომ უსმენ; წაახალისე მიიღოს დახმარება პროფესიონალისგან, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, სოციალური მუშაკი. შესთავაზე სპეციალისტთან გაყოლა.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რამდენიმე დღეში უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რომელშიც ასახული იქნება სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრის მექანიზმები. ამ საკითხზე, დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ეკატერინე დგებუაძე და ირინა აბულაძე ფსიქოლოგებს და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

წყარო: ambavi.cc

Share.