გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 24 საათში დამძიმდა. როგორც ის ამბობს, ექსპრეზიდენტმა დღეს გონება ორჯერ დაკარგა.
“ორჯერ დაკარგა გონება ადამიანმა, მოვიდნენ ბადრაგები, ავიყვანეთ ამ სიმაღლე ადამიანი და დავაწვინეთ. შემდეგ კიდევ განმეორდა, იქ ვიდექი, მეორე მხარეს ექთანი იყო, მოვასწარი რომ თავი დავუჭირე, გაიშხლართა, გაშავდა, დიდხანს იყო უგონოდ.
ამ ყველაფერს ვუკავშირებ იმას, რომ არის მოწამლული, მძიმე მეტალები არის ისევ მის ორგანიზმში და აგრძელებს თავის მოქმედებას. კვების პრობლემაც ამასთან არის დაკავშირებული” – ამბობს ალასანია.
წყარო:ambavi.club