26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობისათვის, მის მეგობარ მამაკაცს 18 წელი მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში, ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
მოსამართლემ, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა, სრულად გაითვალისწინა.
საქმე ეხება თელავში გასული წლის 9 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობას. 26 წლის ქალი
არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კაცმა წლინახევრის შვილის თანდასწრებით ნაქირავებ ბინაში მოკლა.
სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო:siaxle.club