ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შვილის შესახებ წერს, რომელიც მისი თქმით, გასული სამი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდა.
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედიდან” თბილისში გამართულ აქციებს მანამდეც გამოეხმაურა.“ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა. მათ უკვე პირველ კლასში ყველას დავურიგეთ კომპიუტერები და
თითქმის ყველა სკოლაში შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული. სკოლებში მანდატურებმა შეიტანეს უსაფრთხოება. მოკლედ, გატარდა თანასწორობის გარემოს შექმნის პოლიტიკა. ამავე თაობამ ნახა ხელისუფლების არჩევნებით ცვლილება.
ამ დღეებში ამ ყველაფრის მონაპოვარი მიიღო საქართველომ.
გარდა ამისა, ამ ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის.
მინდა ვთქვა, რომ ბელორუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს. მართლა საამაყოები ხართ”.