15 თებერვალს, გვიან ღამით მტკვრის სანაპიროზე მომხდარ საზარელ ავარიას ორი ახალგაზრდა ირაკლი ქუთათელაძე და ნოდარ გულიაშვილი ემსხვერპლა, სამი ახალგაზრდა კი დაშავდა.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ დაშავებული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ნიკა კეკელია, რომელიც დღემდე მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა. მისი მეგობრები ნოდო გულიაშვილი გუშინ, ხოლო ირაკლი ქუთათელაძე დღეს დაკრძალეს.
არსებული ინფორმაციით, ხუთივე ახალგაზრდა, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, თანაკლასელები არიან. არსებული ინფორმაციით შედარებით მსუბუქად დაშავებული ორი ახალგაზრდა კლინიკიდან გაეწერნენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
“ორი დღეც ვერ გაძელით უერთმანეთოდ ბიჭებო, არ ვიცი რა ვთქვა.. ნათელი თქვენს ლამაზ სულებს“, – წერს გარდაცვლილების მეგობარი, რომელიც ფბ-ში ახალგაზრდების ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.