“საშინელ სისუსტეს გრძნობს – წონის კლების გამო, შეიძლება ნებისმიერ მომენტში გული გაჩერდეს” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
“დღეს აწონეს და თქვა, რომ 1 კილო კიდევ დავიკელიო – წონის კლების გამო შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩერდეს გული”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს კვლავ სახსრების ტკივილი აქვს.
“დღეს აწონეს და თქვა, რომ 1 კილო კიდევ დავიკელიო. საშინელი სისუსტე აქვს და სახსრების ტკივილი. წონის კლების გამო შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩერდეს გული“, – აღნიშნავს ალასანია.