ხელისა და გულის თხოვნა – თითოეული წყვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული მომენტია. სწორედ ამიტომ, შეყვარებულთა უმეტესობა ცდილობს, იგი მაქსიმალურად დაუვიწყარი გახადოს.
ზოგიერთი მამაკაცი საცოლეს ხელს სადღესასწაულო გარემოში, უამრავი მოწმის წინაშე სთხოვს. სხვები ამ ნაბიჯს გარკვეული ეგზოტიკური მოგზაურობის დროს დგამს. თუმცა, ჩვენი სტატიის მთავარმა გმირმა ეს სრულიად განსაკუთრებული სახით გააკეთა.
ანა და ტერი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და გრძნობებში ეჭვი არ ეპარებოდათ. აი, რატომ იყო ქალისთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი, რომელიც საყვარელმა ადამიანმა მათი ურთიერთობის წლისთავზე აჩუქა. როგორც კი ყელზე ხელნაკეთი ყელსაბამი გაიკეთა, მას შემდეგ აღარ მოუხსნია.
გრძნობებში ჩაძირულმა ქალმა არაფერი იცოდა თავისი საყვარელი ადამიანის გეგმების შესახებ. კულონი, რომელიც ოსტატმა თავისი ხელებით გააკეთა, უბრალო არ ყოფილა.
ყელსაბამში თავის საათს ელოდებოდა სურპრიზი, რომელიც ანას ძალიან გაახარებდა. თუმცა, მხოლოდ ბიჭმა იცოდა, როგორ უნდა გაეხსნა ყელსაბამი.
კულონის ჩუქების მომენტიდან მთელი წელიწადნახევარი გავიდა. მხოლოდ მაშინ შეარჩია ტერიმ იდეალური მომენტი თავისი გეგმის განსახორციელებლად.
შეყვარებულთან ერთად, მან დიდი ხნის წინ შეადგინა იმ ადგილების სია, სადაც ერთად სურდათ ყოფნა. ერთ-ერთი პირველი ადგილი მასში შოტლანდიის თვალწარმტაცი გამოქვაბული იყო.
პირდაპირ გამოქვაბულის შუაგულში, ტერიმ ანის კულონი გამოართვა. ქალმა ყელიდან მოიხსნა სამკაული და სუნთქვა შეეკვრა, როცა მისმა შეყვარებულმა მის წინაშე დაიჩოქა მულებზე და კულონი ორად გახსნა. იქ, საიდუმლო განყოფილებაში, საწორწილო ბეჭედი იდო.
ასეთმა სურპრიზმა ანა წონასწორობიდან გამოიყვანა. მოგვიანებით, როცა გრძნობების ზღვა ჩაცხრა, მან შეყვარებულს უსაყვედურა კიდევაც, ასეთი რთული გეგმისთვის.
რეალურად, წელიწადნახევრის განმავლობაში, კულონს ბევრი რამ შეიძლება მოსვლოდა. მიუხედავად ამისა, ქალმა აღიარა, რომ ტერის ჩანაფიქრი წარმატებულად განხორციელდა.
რთულია იმის წარმოდგენა, თუ რამდენად მომთმენი უნდა იყოს მამაკაცი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ელოდოს იდეალურ მომენტს გულისა და ხელის სათხოვნელად. როგორც არ უნდა იყოს, შედეგი ძალისხმევად ღირდა.
წყარო: geonewest.com