2 პატარა ბავშვი დარჩა, როგორ ვუთხრათ რომ დედა აღარ ყავთ… – ნათია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა ახლახანს გარდაიცვალა

0

ნათია გველებიანი, რომელიც ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ. ის 2 აგვისტოს თურქეთში სამკურნალოდ წავიდა, მას ღეროვანი უჯრედის გადანერგვა ესაჭიროვებოდა.
ნათიას ბებია კარდაკარ დადიოდა ,რათა თავისი შვილიშვილისთვის ფული შეეგროვებინა.
ნათია გველებიანს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

,, გორელებო!
ჩვენი ნათია აღარ გვყავს.
ნათია,რომლისთვისაც ყველა ვიბრძოდით.
გორის მასშტაბით არ დარჩენილა ადამიანი,ვინც ნათიას შესახებ არ იცოდა და არ გულშემატკივრობდა.
ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ ოჯახის,ახლობლების და გორელების ამ უდიდეს ტკივილს.” – წერს გოგონას ახლობელი.

Share.