თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – CNN-ს ინფორმაციით, სულ მცირე 118 ადამიანია დაღუპული ორივე ქვეყანაში. თუქრეთში სულ მცირე 50 ადამიანი. მიწისძვრის სიმძლავრემ, აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 7.8 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი ქალაქ გაზიანთეფთან, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო. დანგრეულია ბევრი შენობა, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს თქმით, უმეტესად, 10 ქალაქი დაზიანდა – გაზიანთეფი, კარამანმარასი, ჰატაი, ისმანიე, ადიამანი, მალატაია, სანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და კილისი.BBC-ს კორესპონტენტი დიარბაქირიდან იუწყება, რომ გაზიანთეფში დაინგრა სავაჭრო ცენტრიც.
ბიძგი ძლიერად იგრძნეს სირიაში, ლიბანსა და კვიპროსში.სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა, განსაკუთრებით ძლიერად კი ბათუმში.