ადრე რომ ეკითხათ საქართველოზე, ვიტყოდი რომ ეს იყო რუსეთის პატარა გუბერნია დიდი ისტორიით. რუსები დიდი კულტურის მატარებლები ვერ არიან, მაგრამ ბევრ ტერიტორიაზე მათ შეიტანეს ცივილიზაცია…
მაგრამ ახლა სულ სხვაგვარად ვფიქრობ.
ქეთი ჩვენს ოჯახში რომ მოვიდა 24 წლის იყო. საქართველოში კი უკვე 2 შვილი ჰყავდა და ქმარი, რომელიც საწოლს იყო მიჯაჭვული. მაღალი, შავი თმითა და შავი მოციმციმე თვალებით. მოხდენილი სხეულითა და მშვენიერი სახის ნაკვთებიანი გოგონა. ასეთები ჩვენთან ჯერ გართობაზე ფიქრობენ, მას კიდევ იმხელა პასუხისმგებლობა ჰქონდა, რამხელასაც მეც ვერ ავიღებდი მის ასაკში.
ბევრი დამლაგებელი გამოვიცვალეთ: პაკისტანელი, ალბანელი, უკრაინელი, პოლონელი მაგრამ ქართველისნაირი მუხლჩაუხრელი და პატიოსანი შრომით არც ერთი გამოირჩეოდა. სააგენტო, ყოველთვის ვიზუალურად კარგ გოგონებს გვიგზავნიდა. ჩემი მეგობრები ხშირად მსტუმრობდნენ, და უყვარდათ ჩემს დამლაგებლებთან არშიყობა. გამოსდიოდათ კიდეც.
ქეთის დანახვაზე ყველა აღფრთოვანდა, ეგონათ მასაც ადვილად მოხიბლავდნენ მაგრამ შეცდნენ. ქეთი იყო ერთგული და პატიოსანი გოგონა. ვერც საჩუქრებით, სიურპრიზებითა და კომპლიმენტებით შეძლეს მისი დათანხმება პაემანზე. ჩემი ცოლი ამის გამო სამმაგ გასამრჯელოს აძლევდა და სულ ამბობდა, მინდა ჩემი შვილებიც ქეთისნაირი ქალები გაიზარდნონო. ეს გოგო იმდენად იდეალური იყო, რომ გვეგონა ხომ არ თამაშობსო. ბევრჯერ ფული, სამკაული და ძვირფასი ნივთი ისე მიგვიგდია, გვინდოდა აეღო, და ჩვენც დავრწმუნებულიყავით, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მითუმეტეს რომ ოჯახს მოწყვეტილისთვის ფული ზედმეტი არასდროსაა. ქეთი ყველაფერს პატიოსნად და უკლებლივ გვაბარებდა.
დღეს რომ მკითხონ რას ვფიქრობ საქართველოზე, სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი: ეს არის, ქვეყანა სადაც ზრდიან, ერთგულ, პატიოსან, მოსიყვარულე ქალებს. ბევრ ნაცნობთან მუშაობენ ქართველი ქალები, ამიტომ საქართველოს “გმირი ქალების მიწას” – ვუწოდებთ.
წყარო: geonewest.com