გლდანში ავტომობილი ქალს დაეჯახა. იგი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. შემთხვევა 2 იანვარს მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ჯერ-ჯერობით უცნობია როგორია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.„ეს იყო საშინელება. ახლაც არ ამომდის ხმა დარტყმის და კივილის. ჩემს თვალწინ მოხდა. სულ მაგას ვფიქრობ ნეტა როგორ არის ის ქალბატონი. 112-ში რომ დავრეკე მთხოვეს დავრჩენილიყავი ადგილზე და დამირეკავდნენ,
სასწრაფოს მოსვლამდე იყო უსაშინლესი წუთები… ღმერთს ვევედრები მალე გამოაჯანმრთელოს. უგონო მდგომარეობაში იყო, რომ წაიყვანეს…“. – წერს თვითმხილველი სოც ქსელში.
წყარო:siaxle.club