იმ საბედისწერო საღამოს გოგონამ მეგობართან უკანასკნელი მესიჯი გაგზავნა, ახალთახალი iPhone დენის წყაროში დასატენად შეაერთა და დაიძინა…
ვიეტნამელი გოგონა ლი ტი კსონი მხოლოდ 13 წლის იყო, როცა „მაღალტექნოლოგიური სათამაშოს“ გამო სიცოცხლეს გამოეთხოვა…
დილით ლის მშობლები დიდხანს უშედეგოდ ცდილობდნენ გოგონას გაღვიძებას და შემდეგ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. საავადმყოფოში ლის დაუდგინდა სიკვდილი დენის დარტყმის შედეგად.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, სმარტფონის დამტენი დაზიანებული იყო. დაზიანების ადგილზე გოგონამ წებოვანი ლენტი დაახვია. ძილში გადაბრუნების დროს ლი, როგორც ჩანს, სადენის გაშიშვლებულ ადგილს შეეხო და სიცოცხლეს გამოეთხოვა.
Apple აცხადებს, რომ ლი ტი კსონის სიკვდილში ბრალი არ მიუძღვის, რადგან გოგონა თავისავე ხელით კუსტარულად შეკეთებულმა დამტენმა შეიწირა.
სამწუხაროდ, ლი ტი ერთადერთი მსხვერპლი არ გახლავთ…
გასულ ზაფხულს ტეხასში iPhone-ის დაზიანებულ დამტენს კიდევ ერთი მოზარდი – მედისონ კოუ ემსხვერპლა. როგორც გაირკვა. გოგონა წყლით ავსებულ აბაზანაში სმარტფონით ჩაწვა, რომელიც ამავდროულად დასატენად შეაერთა. დაზიანებული სადენი წყალს შეეხო და მედისონი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
სტატისტიკის თანახმად, ტრაგიკული შემთხვევები მხოლოდ Apple-ის პროდუქციას კი არა, ყველა თანამედროვე გაჯეტს ახლავს.
კომპანიების კომერციული პოლიტიკის გამო აიფონების და სმარტფონების აქსესუარები ადვილად ზიანდება და მომხმარებლებს ახლის შეძენა უწევთ. თინეიჯერებს ხშირად ახალი აქსესუარების შესაძენად ფული არ ყოფნით და მის შეკეთებას საკუთარი ძალებით ცდილობენ, რაც ტრაგიკული შემთხვევების მიზეზი ხდება.
წყარო: geoniusebi.ge/sazogadoeba/2189-13-.html