ვაკეში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი – ნახეთ ვინ არიან გარდაცვლილები, შოკისმომგვრელია

0

ვაკეში, ატენის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტმა შემთხვევის ადგილზე გაარკვია, მოკლულია 60 წლამდე ქალი ირინა გედევანიშვილი და ასევე მისი ქალიშვილი თამარ აბაშიძე. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია გედევანიშვილის ვაჟის, ლევან აბაშიძის ცხედარიც. მას „ტაისონას“ მეტსახელით იცნობენ.

მეზობლები ამბობენ, რომ ირინა გედევანიშვილი ლექტორი გახლდათ და სახლში აბიტურიენტებსაც ამზადებდა.

თამარ აბაშიძე კი ილიას უნივერისტეტში მაგისტრანტი იყო, ადიქციის კვლევების მიმართულებით სწავლობდა.

„ფანტასტიკური ოჯახი იყო. არავინ არ იცის რა მოხდა, მაგრამ ბიჭი ძალიან კარგი იყო, დედა ირინა გედევანიშვილი ზღაპარი ადამიანი იყო. მე გავიგე, რომ ლევანიმ (ტაისონამ) დახოცა დედა და და, მერე მოიკლა თავი. მიზეზი არავინ არ იცის. ყველა გაოგნებულია“, – ამბობს მეზობელი.

წინასწარი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წყარო: პრაიმტაიმი

Share.