ეს ქალი თავის 2 პატარა შვილთან ერთად მე-9 სართულიდან გადმოხტა, გადმოხტომამდე კი წერილი დატოვა. ნახეთ რა გახდა სუიცის ნამდვილი მიზეზი

0

ქალის სახლში, რომელიც თავის 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად მოსკოვში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა, მეზობლებმა წერილი იპოვეს. რუსული მედია 36 წლის ლუდმილას წერილის შინაარსს ავრცელებს.
ის ითხოვდა, რომ მომხდარის გამო, ბრალი მისი ქმრისთვის არ წაეყენებინათ. „არ დააპატიმროთ ვიტალიკი“, – წერდა დაღუპული.
ამჟამად გარდაცვლილის მეუღლე საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. მან გონება მაშინ დაკარგა, როცა შემთხვევის ადგილზე მივიდა.

საავადმყოფოშია ერთ-ერთი ბავშვიც. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ირკვევა, მაღალი სართულიდან გადმოხტომის შემდეგ ადგილზე დაიღუპა დედა და მისი ერთი მცირეწლოვანი შვილი.
გამოცემა Mash-ი წერს, რომ ქალმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ ორსულობის შემდგომი დეპრესიის გამო ჩაიდინა. დაღუპულის ქმარმა თქვა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მისი ცოლი ხშირად ლაპარაკობდა სიკვდილზე და ლექსებსაც კი წერდა ამაზე.
შემთხვევა მოსკოვში დღეს დილით მოხდა.

წყარო: geonewest

Share.