მაგდა პაპიძემ წლების შემდეგ ციხიდან ქმარ-შვილის მკვლელობის შესახებ ალაპარაკდა და დიდ საიდუმლოს ახადა ფარდა
ქმრისა და ხუთი წლის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე, რომელიც უვადო პატიმრობაში იმყოფება, ამბობს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. პატიმრის თქმით, სავარაუდოდ მისი ქმარ-შვილი ყოფილმა სპეცრაზმელმა დახოცა.
„ეს იყო ის ბიჭი, რომელიც რაიონიდან დადიოდა. შემდეგ მოხსნეს, ვალები ჰქონდა. ვინაობა არ ვიცი, მაგრამ გორის მხარეს ცხოვრობს, ტყვიავს ახსენებდა ხოლმე ომარი. ერთი ორჯერ ტელეფონში შეხლა-შემოხლა მოუხდათ. მე ვფიქრობ, რომ დაწინაურების გამო მოხდა”, – ამბობს მაგდა პაპიძე “იმედის კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო დამამძიმებელ გარემოებებში ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით). 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.