თერჯოლაში, მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს, 37 წლის ქალს, ბენზინი გადაასხა და დაწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა გარდაცვლილის სამუშაო ადგილას, ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა.გარდაცვლილ ქალს (თ.ლ) ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ambebi.ge მუშაობს მომხდარის დეტალების გარკვევაზე. მასალა განახლდება.