შემზარავი შემთხვევა მოხდა ახლახანს თბილისში. 2 წლამდე ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის, ოპერაცია უტარდება.გავრცელებული ცნობით, ძაღლი, რომელიც მოულოდნელად აგრესიული გახდა, ბავშვის ოჯახს ეკუთვნის.
სოციალურ ქსელში მომხმარებელი ლალი საყვარელიძე წერს, რომ აღნიშნულ ფაქტს თავად შეესწრო.
“ისეთ საშინელებას შევესწარი ამ წუთას, რომ არ დავწერო არ შემიძლია. პეტრიაშვილზე ბავშვი თავისივე სახლში პიტბულმა დაგლიჯა. გადარჩება თუ არა, არ იციან. მამამ ძლივს გამოგლიჯა. ეს რა სენი შეგვეყარა ადამიანები ერთმანეთს ვეღარ იტანენ და ძაღლების სიყვარულით გადაირიენ”, – წერს თვითმხილველი “ფეისბუქში”.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.