“დაღუპულები არიან ცნობილი თურქი მსახიობებიც..” – ნახეთ საზარელი ავტოკატასტროფა თურქეთში ახლახანს მოხდა

0

ამასიაში მერზიფონის რაიონში, თეატრის მსახიობების სამარშუტო ტაქსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.
თურქული მედიის ცნობით, 52 ADK 527 სანომრე ნიშნის მქონე მიკროავტობუსი, რომელიც ჩორუმიდან სამსუნში მიდიოდა, შეეჯახა 42 FES 27 ნომრის მქონე სატვირთო ავტომობილს. შემთხვევა სოფელ ჩაიბაშის მიმდებარედ მოხდა.

როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე პოლიციის, სახანძრო და სამედიცინო ჯგუფები ოპერატიულად გაიგზავნა.

დაღუპულებს შორისაა ოზგურ კარატაში, ბურაკ ტოპჩუ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Share.