რუსთავში დედასა და 2 მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
მათი ცნობით, ოპელის მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელსაც ხელში 7 თვის ჩვილი ეჭირა, ასევე ახლდა 7 წლის ბავშვი.
დედაც და ბავშვებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათ მოტეხილობები და დაბეჟილობები აღენიშნებათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ვიდეო: