საქართვერლოს პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდოდ, მას ცეცხლასასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს.
ის პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა..
ხახუბია მეორე ვადით იყო არჩეული პარალამენტის წვერად. მე-9 მოწვევის პარლამენტში 2016-2020 წლებში იყო ფოთი მაჟორიტარი საარჩევნო ბლოკიდან: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ამავე პარტიიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარად აიქრჩიეს.
ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.