ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. სამივე ბავშვი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ თავდაპირვლად შადრევანში ერთი ბავშვი ჩავიდა, შემდეგ კი ორი თანაკლასელი.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, მძიმეა. ისინი შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
წყარო:ambavi.club