გორში, 60 წელს გადაცილებულმა კაცმა 12 წლის გოგო გაიტაცა და მასზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა. კაცი არასრულწლოვნის მეზობლად ცხოვრობდა.
სექსუალურ ძალადობაში მხილებულ პირს გოგოს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოჯახმა კი პოლიცია გამოიძახა, თუმცა მან გაქცევა შეძლო. არსებული ინფორმაციით, პოლიცია სექსუალურ ძალადობაში მხილებულ პირს ამ დრომდე ეძებს.
“ორივე ჩვენი მეზობელია, ბავშვი 12 წლისაა, კაცი ტაქსის მძღოლია და 60 წელს არის გადაცილებული. ყველანი შოკში ვართ. გაქციეულია ახლა ეს კაცი და ეძებს პოლიცია. ჩვენ დეტალები არ ვიცით… ფაქტია, დანაშაულს აქვს ადგილი. დიდი ხმაური იყო, გოგოს ეძებდნენ და გამთენიისას მოვიდა. როგორც ჩანს, ბავშვმა უამბო მშობელს რაც მოხდა”, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი რადიო “მოზაიკასთან”.
ფოტო პირობითია