ცოტახნის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა სენაკში. ახალგაზრდა მამაკაცი დაბადების დღის შემდეგ ტრაგიკულად გარდაიცვალა. დაღუპული 32 წლის რევაზ სიგუაა.
არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ თრომბია. როგორ ახლობლები ამბობენ, რევაზმა გუშინწინ დაბადების დღე გადაიხადა, მეორე დღეს კი დაიღუპა.
ახლობლების თქმით, სასწრაფო დროულად მოვიდა, თუმცა
რევაზის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდას მეუღლე და შვილი დარჩა.