გურჯაანში „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მშობიარე ქალი გარდაიცვალა. დაღუპული ახალგაზრდა ქალი ზინა აბუსერია. გარდაცვლილი, ზინა აბუსერი, რამდენიმე თვეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველიციხეში, მეუღლესთან ერთად ქირით ცხოვრობდა.ცხედარი ესქპერტიზაზე პროზექტურაშია გადასვენებული, მიმდინარეობს შესაბამისი მოკვლევები.
“დღეს თვითდინებით შემოვიდა მშობიარე გოგონა, რომელმაც იმშობიარა მკვდარი ნაყოფი. სისხლდენა წავიდა, ჯერ ნაყოფი იყო მკვდარი და ინტოქსიკაცია წავიდა თუ რა მოხდა ვერ გეტყვით. საჭირო გახდა ოპერაციული ჩარევა, რისე შემდეგაც გარდაიცვალა. ბავშვიც და დედაც იმყოფებიან გურჯაანის პროზექტურაში” – აცხადებს “მთავარ არხთან” გელა ორველაშვილი, გურჯაანის ჰოსპიტალის მენეჯერი.
წყარო:daqali.club