ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მკვლელობა მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელმა დაახლოებით 45 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელებს
შორის დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგაც სავარაუდო დამნაშავემ მამაკაცს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდაზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო:ambavi.club