წლინახევრის ბავშვის გარდაცვალებაში ბრალდებული პედიატრი მაია აბულაშვილი სამსამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებას შვილმკვდარი დედის მწვავე რეაქცია მოჰყვა. გარდაცვლილი ჩვილის ოჯახი ექიმს მცდარი დიაგნოზის დასმაში სდებდა ბრალს.რაც შეეხება თავად ექიმის პოზიციას, მისი თქმით, სამართალმა იზეიმა.“3 წლის განმავლობაში ვიყავი ბულინგის მსხვერპლი, მაგრამ სამართალმა იზეიმა,
მე რომ დამნაშავე ვყოფილიყავი, სამართლებრივ დავას არ დავიწყებდი. ” – განაცხადა პედიატრმა მაია აბულაშვილმა.
ვიდეო: