გორი-ერგნეთის საავტომობილო გზის ტყვიავის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა.მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს სატრანსპორტო
საშუალებაში მყოფი ერთი პირი გარდაცვლილი დახვდა, მეორე კი სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებებით, პოლიტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო:daqali.club