შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. შემთხვევა ქარელის რაიონის სოფელ ავლევში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცმა 29 წლის ქალი გაგუდა.“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1988 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი – თ.ჩ. გაგუდა. პოლიციამ თ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს” – ნათქვამია ინფორმაციაში.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თბილისში, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც დაუმეგობრდა თავისზე უფროსს ბიჭს.