უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.ადგილზე სამაშველო ბრიგადა ძებნის ოპერაციას უკვე რამდენიმე საათია აწარმოებს. სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდები ადგილობრივები არ არიან და უჯარმაში სტუმრად ჩავიდნენ.
როგორც ერთ-ერთმა მაშველმა ambebi.ge-ს განუცხადა,საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლება დაადგინეს ძმების ადგილმდებარეობა, ისინი არხის გვირაბში არიან და სწორედ იქ მიდის სამაშველო ოპერაცია.
წყარო:ambavi.club