ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისთან მსხვერპლით დასრულდა.საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 7 კი დაშავდა.როგორც “ინფო რუსთავს” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის დროს დაშავებული 7 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს
შენიშვნა: ფოტო პირობითია