ქობულეთში, პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ალამბარში მოხდა.
ამ ეტაპზე უცნობია გამომძიებლის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ახლობლების თქმით,
მას გულის შეტევა ჰქონდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა კი დაგვიანებით მივიდა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.