ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მუნიციპალურ ავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ავარიის
შედეგად ექვსი ადამიანი ზედაპირული ტრავმებით კლინიკა “მედალფაში“ გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.