მარნეულის სოფელ მეორე ქესალოში მკვლელობა მოხდა. ამის შესახებ ინორმაციას რადიო “მარნეული” ავრცელებს.სოფელ კაპანახჩში მარნეულის მერის წარმომადგენელ ასიფ იუზბაშოვის ინფორმაციით, გარდაცვლილი და მკვლელი შორეული ნათესავები იყვნენ და მათ შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთზე დავამ გამოიწვია.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ურთიერთშელაპარაკებისას 50 წლამდე კაცმა დაჭრა 60 წლამდე მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღეს გარდაიცვალა.
წყარო:ambavi.club