სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინუაკუთხეში მცხოვრებმა 24 წლის ანა კანდელაკმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ,,გურია ნიუსი” ავრცელებს.
ოჯახის ახლობლები ჰყვებიან, რომ გოგონა კვირა დილით სახლიდან გავიდა და დაიბარა, ეკლესიაში მივდივარო. რომ დაიგვიანა, მოიძებნეს, მივიდნენ დაბა კულაშის წმინდა ნაზარი ლეჟავას სახელობის ტაძარში, სადაც ანა კანდელაკი არ აღმოჩნდა. რამდენიმე
ჯგუფი ყველა კუთხეში ეძებდა დაკარგულ გოგონას. ტაძრის მოპირდაპირე მხარეს არსებული სასაფლაოს ეზოში, სადაც შუასაუკუნეების ჯვარცმის ეკლესია დგას, მის უკან მდებარე ვინმე ბზიკაძის საფლავის სიახლოვეს, სრულიად შემთხვევით, ქალბატონმა შეამჩნია გოგონას უსიცოცხლო სხეული. ახლოს მისულმა ნახა, რომ ახალგაზრდას თავი თავსაფრით გაეგუდა.,,ახლახან მოვედი ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ოჯახიდან. თანადგომის სათქმელად ვიყავი მისული. ხელმოკლე ოჯახს უნდა გვერდით ამოვუდგეთ და დახმარება გავუწიოთ ამ მძიმე განსაცდელის ჟამს. რაც შეეხება, თქვენს შეკითხვას, მოკლული ხომ არ არის, ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ. რომ აღწერეს, ასეთი რამ არც მე და არც სხვას არ უნახავს, თვითმკვლელობის დროს ადამიანს ასე დაეგრიხოს საკუთარ კისერზე თავსაფარი. ექსპერტის დასკვნას ველოდებით.”
წყარო:statiebi.club