“დასვენებისთვის ყველა ის ბავშვი მიიღებს 800 ლარიან ვაუჩერს ვინც..” – ნახეთ მერიის სუპერ პროგრამა რომელიც ბევრმა არ იცოდა

0

ვაუჩერი საქართველოს კურორტებზე სასტუმროს მომსახურების ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 800 ლარია. ვაუჩერით მოსარგებლე პირი სასტუმროსა და სერვისის პირობებს თავად ირჩევს. დასასვენებლად არანაკლებ ექვსი დღე-ღამეა განსაზღვრული.საკურორტო მომსახურების ვაუჩერი გაიცემა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთ წელს რეგისტრირებულ 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირებზე. შშმ პირებს და მათ გამყოლებს ვაუჩერის გამოყენების შესაძლებლობა 2022 წლის პირველი მაისიდან 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით ექნებათ.

ვაუჩერის მიღების მსურველებმა ან მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა, 2022 წლის 17 იანვრიდან 2022 წლის 15 აპრილის ჩათვლით, უნდა მიმართონ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეის საქალაქო სამსახურს, უნდა შეავსონ ვაუჩერის მისაღებად დადგენილი ფორმის განაცხადი, რასაც თან უნდა დაურთონ: დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის მერიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, უკვე ათასობით საკურორტო ვაუჩერი გასცა.

Share.