ავტოსაგზაო შემთხვევისას ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ბავშვი, რომელსაც ასევე, ავტომობილი შეეჯახა.
გარდაცვლილი გოგონა 9 წლისაა, ხოლო დაშავებული ბავშვი როგორც ირკვევა მასზე პატარაა.
ამ ეტაპზე უცნობია მეორე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დეტალებს სამედიცინო დაწესებულებაში ვარკვევთ.
წყარო:ambavi.club