ცოტახნის წინ წალკის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი გაიხსნა. წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით, საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვალიერებელს.ფასები ასეთია: 3 წლამდე დამთვარიელებლისთვის ხიდზე გასვლა უფასოა. 3-12 წლამდე შესვლის ღირებულება 19 ლარს შეადგენს,
ამავე ასაკის უცხოელი ვიზიტორისთვის კი მისი მონახულება 34 ლარად არის შესაძლებელი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ხიდზე გასვლა 29 ლარი ღირს (ამჟამად მოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება), ხოლო უცხოელებისთვის – 49 ლარი.რაც შეეხება დამატებით მომსახურებას, ბაიკლაინის მოყვარულებს 120 ლარის გადახდა მოუწევთ, ერთ ადგილიანი საქანელა 80 ლარი ღირს, ხოლო 3-ადგილიანი – 150 ლარი.