თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელში მკურნალობას აგრძელებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია, თუმცა ეტაპობრივად პროგრესი შეინიშნება.როგორც დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დათიმ უკვე გაიგო, რომ ფეხზე ამპუტაცია ჩაუტარდა და ეს ამბავი “ვაჟკაცურად მიიღო”.
“დილამშვიდობის, დათიკომ რომ ფეხის ამბავი გაიგო ძალიან ვაჟკაცურად მიიღო. პირველი რაც
იკითხა იყო “ჩემმა ძმებმა თუ იციანო”. თითქოს დიდად არ გამოხატავდა ემოციებს და მიხაროდა რა მშვიდად მიიღოთქო, მაგრამ აღმოჩნდა რომ შინაგანად ძალიან განცდებშია და დეპრესია დაგვეწყო, სულ დაღლილია და ეძინება.გული მტკივაო, ამბობს. აღარც მადა აქვს და სულ უხასიათოდაა. ძალიან ოფლიანობს და სატურაციას ვეღარ ვიჭერთ ჟანგბადის ნიღბის გარეშე.თავიდან ფილტვების ანთება ან კოვიდი გვეგონა, მაგრამ გამორიცხეს. მჯერა ამასაც მალე გადავაგორებთ” – წერს ქრისტინე მამუკაშვილი.