თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში ძალიან სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს:
”სიტყვა ვერ დაიტევს იმ მწუხარებას, რომელსაც ახლა განიცდის თითოეული მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი. მთელი ქალაქი გლოვობს ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ალეკო წოწორიას-მე-4 კლასის მოსწავლეს. თვალცრემლიანი შევყურებთ იმ პატარა ხელს,
რომელიც სკოლის კედელზე აღბეჭდა ალეკომ, იმ ღიმილიან სახეს, რომლითაც მოაბიჯებდა მშობლიური სკოლისაკენ. ძნელია, ანუგეშო მშობლები, განსაკუთრებულად განიცდიან პატარა მეგობრები.
გვიყვარხარ, აკო!” – ვკითხულობთ განცხადებაში.