თბილისში, მოკლული ახალგაზრდა ქალი 31 წლის სოფო კვარაცხელიაა. არსებული ინფორმაციით, ის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლემ, შვილების თვალწინ მოკლა. კვარაცხელიას ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული.ჩვენი ინფორმაციით, წყვილს 2 შვილი ჰყავდა. კვარაცხელია ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარის მერაბ ქვარაიას ბიუროში მუშაობდა. რამდენიმე წლის წინ ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.
ვიდეო: