დიდი ტრაგედია დატრიალდა დღეს ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში. ავტომანქანა ტრაილერს დაეჯახა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით თურქი მძღოლი მართავდა.
არსებული ინფორმაციით შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. სამწუხაროდ, მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო მძღოლმა და მისმა მგზავრმა, ორივე მანქანაში დაიწვა.ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს და
სასწრაფოს ადგილზე ცხედრები დახვდათ. რა გახდა ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.