ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, სამტრედიელი ძმები, გიორგი და საბა მატარაძეები ტრაგიკულად დაიღუპნენ. როგორც გარდაცვლილების ახლობელი ყვება, ძმები ხანძრის შედეგად გამოწვეული დაკვამლიანების შედეგად გარდაიცვალნენ.მათივე თქმით, ძმები 2 თვეა, რაც ბარსელონაში სამუშაოდ წავიდნენ.“ბარსელონაში გარდაიცვალნენ. კორპუსის პირველ სართულს ცეცხლი გაუჩნდა. თავად მეორე სართულზე იყვნენ, ეძინათ და კვამლმა და ხმაურმა გააღვიძა, მაგრამ გვიანი იყო.
ერთ-ერთი ძმა კართან ნახეს გარდაცვლილი… ალბათ, გაღებას ცდილობდა და მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა” – გვიყვება ძმების ახლობელი.
წყარო:statiebi.club